არჩილ გორდულაძე - ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას - პასუხები გასცენ: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონები? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შეცვლა?

ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს ეხმაურება.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თავდაპირველად, ჯერ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა FARA-სა და „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება.

„ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს. ამიტომ მარტივ ტესტს გთავაზობთ - კოლექტიურმა ლომჯარიებმა, ბურჯანაძეებმა, გვარამიებმა და სხვა უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული “ფარა”? უნდა გაუქმდეს თუ არა “გამჭვირვალობის კანონი”? უნდა გაუქმდეს თუ არა “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი”? უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევა? თავად უნდა აირჩიოს ადამიანმა სქესი, თუ ქალი ქალია და კაცი კაცია?

უმარტივესი კითხვებია. საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა! ჯერ ამ თემებზე ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ბუმბულგაცვენილი თუთიყუშის სამედიცინო ჩვენებაზე“,- წერს არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“