გიგა ფარულავა - დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის - სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! ყოჩაღ "ოცნებას" - მაგრად დაგილაგებიათ!

დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის - სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! ყოჩაღ „ოცნებას” - მაგრად დაგილაგებიათ! - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, „ოცნება“ ოფიციალურად, უკვე ეუთოს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურისძიებისა და ჩაგვრის ავტორად.

„2022 წელი - რუსეთი; 2023 წელი - ბელარუსი; 2026 წელი - საქართველო - ეს არის ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების წლები და ქვეყნები. ყოჩაღ „ქართულ ოცნებას“! მაგრად დაგილაგებიათ ყველაფერი... გუშინ გამოქვეყნდა ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა, რომლითაც „ოცნება“ ოფიციალურად, უკვე ეუთოს მიერ შეფასდა ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის, ძალადობის, დაშინების, გაყალბების, უსამართლობის, განსხვავებული აზრის დევნის, შურისძიებისა და ჩაგვრის ავტორად. მათ შორის დასკვნაში დადასტურებულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური დევნა და შურისძიების მოტივით მასზე ფიზიკური თავდასხმა. რითაც არ უნდა იმართლონ თავი, რამდენადაც არ უნდა სცადონ პროპაგანდით ამ დასკვნის გაუფასურება, როგორც არ უნდა ამშვიდონ ერთმანეთი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც „ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ პროპაგანდისტს, მთელი ცხოვრება პერსონალურ პასუხისმგებლობად გაჰყვება.

ეს დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის - სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს. არ მივმართავთ „ოცნებას“ - მივმართავთ მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისზეც „ოცნება“ ჯერ კიდევ რეაგირებს და ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, ხართ თქვენ. ისიც ნათლად ვნახეთ, რომ დღევანდელი „ოცნება“ თავისიანსაც აღარ ინდობს. დღეს უკვე აღარ არის კითხვა, რა ხდება ქვეყანაში. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება!

კითხვა არის მხოლოდ ერთი - შევეგუებით თუ არა, რომ საქართველო იმავე სიაში დარჩეს, სადაც არიან რუსეთი და ბელარუსი. ქვეყნის ბედი ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს“, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა