მიხეილ სააკაშვილი - დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება - იმედია, მალე დაიქუხებს კიდეც

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე - დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.

მისივე თქმით, ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი.

“ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე.

ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში ეუთო-ს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა.

მოკლედ დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან ოპოზიცია. დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც.

იმ ადამიანებს, ვინც იკითხავს: მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო? ვუპასუხებ რომ არც არაფერი - თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს. ხელი გაანძრიე და გეშველებაო“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება