პროკურატურა - დამნაშავედ ცნეს ორი პირი, რომელთაც დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, მშენებლობა კი არ დაასრულეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, კომპანიის სახელით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და სასჯელის სახედ და ზომად ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლით და 4 თვით, ხოლო მეორეს 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა