გიგი წერეთელი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე - თუ „ქართული ოცნება" არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში მოთხოვნებთან, შედეგი იქნება ნეგატიური და თითოეულ მოქალაქეზე აისახება

ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დასკვნა ნებისმიერი ქვეყნისთვის მძიმე იქნებოდა.

„ეს დასკვნა, ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა მძიმედ აღსაქმელი. ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისაც ესმის, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მომავალი და ეს ვითარება არის გაუსაძლისი, საქართველო თმობდეს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში და მიდიოდეს იმ გზაზე, რომელსაც რუსეთის ან არადემოკრატიული ქვეყნების მცირე ჯგუფში მივყავართ, ეს კატასტროფული პერსპექტივაა.

ყველას კარგად ესმის, რომ ამგვარი მექანიზმის აღძვრა მხოლოდ იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მძიმე დარღვევებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებით და საქართველო სწორედ, ამ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. ყველა ის მცდელობა, რომ დასკვნის ნიველირება მოხდეს, ან იმის თქმა, რომ მიკერძოებულია და მხოლოდ 24 ქვეყანას უთქვამს თანხმობა ამ მექანიზმის ამუშავებისთვის, ეს სრულ თანხვედრაშია არადემოკრატიული ქვეყნების პასუხთან როგორიც ბელორუსში ან რუსეთში იყო. ასევე, ასეთი დამოკიდებულება არის კონტრპროდუქტიული და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს ქვეყნისთვის, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ცალკეული ქვეყნების მერ დაწესებული სანქციები.

თუ „ქართული ოცნების" ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ დრამატულ მომენტში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და ეს არ იქნება თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს, შედეგი იქნება ნეგატიური და ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს, ამას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ დიდი საფუძველი შექმნა „მოსკოვის მექანიზმის" ამ დასკვნამ. ყველა მოქალაქე განიცდის იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შეფასებები აქვს. სომხეთს დღეს დიდი წარმატება აქვს და მის პრემიერ-მინისტრს ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავენ და ამავე დარბაზში, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, ამგვარი ეპითეტებია, ეს მტკივნეულია. ამას კი გადაწყვეტა სჭირდება და სწორედ ამისთვის არის საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებებისთვის განწყობილი და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული ცვლილება იქნება, საქართველოს განვითარების საფუძველი",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა