ირაკლი კუპრაძე - კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება

კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა დააზიანა სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მედია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნებისგან“ პასუხი ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს მისაღები, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება უკვე წლებია. ამ პოლიტიკურმა კრიზისმა დააზიანა სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მედია. ამ კრიზისმა გააჩინა ახალი რეპრესიული კანონები. სანამ ეს კრიზისი იარსებებს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ აქტორს, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ იმის გონიერება, რომ იზრუნონ ამ კრიზისის გადაჭრაზე. ჩვენი მხრიდან სრული პოლიტიკური, ეროვნული, პატრიოტული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით. ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება“,- აღნიშნავს კუპრაძე.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს