სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანულ რაკეტებსა და დრონებს იგერიებენ, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ამჟამად ირანიდან შემომავალ რაკეტებსა და დრონებზე რეაგირებენ“, - წერს უწყება X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა და ფრენები დროებით შეჩერდა.

ამასთან, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ 60-ზე მეტი დრონი მოიგერია. ახალი დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ერაყმა და ქუვეითმაც.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა