მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ქორქია სასამართლო დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ქორქია სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

შემთხვევა იმის გამო იმ დროს მოხდა, რომ მოწმე - გამომძიებელი, რომელიც ჩვენებას აძლევს, კითხვებზე პასუხის გასაცემად, ადგილის დათვალიერების შესახებ მის მიერ შედგენილ ოქმს იშველიებდა, რაზეც ბრალდებულმა მიმართა, თუ რას კითხულობდა.

„სად გგონიათ თავი? ბიჭოთი მიმართავთ კიდევ აქ? სასამართლოში ვინმეს მიმართ მსგავსი მიმართვა არ შეიძლება. სასამართლოს წესრიგის თაობაზე გაფრთხილებული ჰყავდით, მაშინ როდესაც მოწმეს მიმართავთ და შემდეგ ბრალდების მხარეს. აქედან გამომდინარე, გაძევებული ბრძანდებით დარბაზიდან“, - მიმართა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულს.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა