შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება - მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის

ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტით ურთიერთობის ახალი ნიშნულიდან დაწყება შესაძლებელი იქნება.

„მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად, იმედგაცრუებაა იმის კვალობაზე, რომ ფაქტია, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით USAID-თან დაკავშირებით, ამერიკული ფულით საქართველოში ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობაზე, ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ტრამპის ადმინისტრაციამ. დახურა ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამგვარ მავნებელ საქმიანობაში. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ და ფაქტობრივად, ტრამპი თავის პოლიტიკურ მტრებად აცხადებს იმ ძალებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მტრობენ საქართველოს. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რომ ვერ ვხედავთ აქტიურ ნაბიჯებს, ეს გარკვეულწილად სამწუხაროა. თუმცა, ის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთობების გადატვირთვა, მაგრამ ჩვენ ველით ამჯერად ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს