იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს აუდიტის სამსახური განახორციელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

უმრავლესობის დეპუტატთა ინიციატივის გათვალისწინებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაანაცვლებს. შესაბამისად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“ სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს და უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა რეგისტრაციის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 17 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს, ასევე „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, დღეის მდგომარეობით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ 400-მდე სუბიექტია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ 2024 წლის მაისში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ვინც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული კანონი 25 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს