ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მეეჭვება, თავი დაიხსნან - ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა

რაც შეეხება „ლელოს“, ის ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა , - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კობახიძე განმარტავს, ოპოზიციური პარტიები გარე ძალების კარნახით მოქმედებენ.

„აქ შესაძლოა, იგვე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, მაგრამ მეეჭვება, მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები აბსოლუტურად ერთი და იგივეა - „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, გახარია, ყველა სხვა - ესენი არიან სინამდვილეში ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ, რომ ყველა მათგანი არის აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში.

ასევე, რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ. პოილტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადეებს ისინი უკვე მრავალი წელია აკეთებენ, მათ უყვართ ბაქი-ბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს მიუხედვად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი ასეთი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა პასუხი აქვს მას „ლელოს“ შეთავაზებაზე, კობახიძე პასუხობს, რომ ის ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

„მე პირველ რიგში, დაველოდებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით, მათ შორის, „ლელოსთან“ დაკავშირებით და ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება დიალოგის შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა