ალეკო ელისაშვილის ადვოკატები - შალვა პაპუაშვილის განცხადება წარმოადგენს განგრძობად ზეწოლას სასამართლოზე - მოვუწოდებთ თანამდებობის პირებს,  დაასრულონ მისი ტერორისტად მოხსენიება და დემონიზაციის კამპანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება წარმოადგენს განგრძობად ზეწოლას სასამართლოზე და ადასტურებს ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას ხელისუფლების მხრიდან, არღვევს ალექსანდრე ელისაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციას, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატების, არჩილ ჩოფიკაშვილისა და გიორგი რეხვიაშვილი მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შალვა პაპუაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გავრცელდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტერორისტად მოიხსენია.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა მტკიცებულებების არსებობის გარეშე აგრძელებს ელისაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნას.

“9 მარტს გამართულ, ღია სასამართლო სხდომაზე გამოჩნდა, რომ პროკურატურა არარსებული მტკიცებულებებით აგრძელებს პოლიტიკოსის სისხლის სამართლებრივ დევნას 15 წლიანი მუხლით, დაჩეხილი და სავარაუდოდ დამონტაჟებული კადრებით, სანთებელით რომელზეც არ დადასტურდა პოლიტიკოსის შემხებლობა და სხვა უზუსტობებით და დარღვევებით რაზე საუბარიც დაცვას ხელწერილით აუკრძალა პროკურატურამ. პროკურატურის მეშვეობით ბრალდებულს უკრძალავენ კომუნიკაციას შვილებთან იმ საბაბით, რომ პოლიციელებზე და მანდატურებზე ზეწოლა არ მოხდეს.

დაცვის მხარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის თანამდებობის პირებს, დაასრულონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, მისი ტერორისტად მოხსენიება და დემონიზაციის კამპანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყოველი დამატებითი საპატიმრო დღე აღრმავებს განცდას და დასკვნის საფუძველს, რომ ის არის პოლიტიკური, პირადი შურისძიების და რუსული განაჩენის მსხვერპლი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა