პრემიერი - ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს - დანარჩენი დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე და მოთმინებით ველოდებით

ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით.

მისი თქმით, დანარჩენი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.

„ჩვენი შეთავაზება იცით, რაც არის. ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს