არსებული ინფორმაციით, აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე პირი დააკავეს

არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.

ასევე, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაშავდა 75 წლის ქალი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ის, ერთ-ერთი დაკავებულის დედაა.

გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს