მამაკაცს, რომელმაც ხაშურში სიმამრი მოკლა, სიდედრი კი გააუპატიურა, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედის მიმართ იძალადა, შემდეგ კი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა იგი.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ) და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს