ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, ელდარ ანთაძე, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცავებმა თბილისში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ თუ არა.

შეგახსენებთ, აჭარაში სპეცოპერაციის ფარგლებში 80-მდე პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს შეიწყალა. მათ 2021 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გამო, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს