გიორგი შარაშიძე შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში „ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებისთვის გამოიყენეთ - ეს ემსახურება მიზანს, სტრატეგიული პარტნიორები მტრებად მოიხსენიოთ! თუ რაიმე უქმნის საფრთხეს სუვერენიტეტს, ეს არის!

როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში „ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელებისთვის გამოიყენეთ - ეს ემსახურება მიზანს, სტრატეგიული პარტნიორები მტრებად მოიხსენიოთ! თუ რაიმე უქმნის საფრთხეს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, პირველ რიგში, სწორედ ეს არის! - ამ განცხადებით მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შარაშიძემ პაპუაშვილის მისამართით განაცხადა, რომ მისი რიტორიკა მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენს და არანაირი კავშირი მას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვასთან არა აქვს.

შარაშიძემ პაპუაშვილს მიმართა კითხვით, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა პირადად მან იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროპელი პარტნიორების ურთიერთობა ასეთ მწვავე დაპირისპირებამდე არ მისულიყო. შარაშიძემ პაპუაშვილს ჰკითხა, „ყოველთვის სხვისკენ რომ იშვერს ხელს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, რა კონკრეტული ბერკეტები გამოიყენა“.

„თქვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ ასეთი რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდით და რომელსაც პირადად თქვენს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა თქვენთვის ელემენტარული ჭეშმარიტება შეეხსენებინა, რომ როდესაც ელჩს თავს ესხმით, ეს არ არის და ვერ იქნება ელჩზე პირადი თავდასხმა და ეს შეიძლება შეფასდეს იმ ქვეყანაზე თავდასხმად, რომელსაც ეს კონკრეტული ელჩი წარმოადგენს - ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩს ვგულისხმობ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ პაპუაშვილის მისამართით.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა