ელენე ხოშტარია - როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით

როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი, -ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია წერილში წერს.

როგორც ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში, აღნიშნავს, ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით, რაც ხოშტარიას შეფასებით, გასაკვირია.

„შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული „დოქტრინების“ განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.

ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის „დოქტრინის“ ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები „რუსულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.

გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.

რუსთავის ქალთა ციხე“, - წერს ხოშტარია წერილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში