გელა გელაძე - ბათუმში, საპოლიციო ღონისძიების დროს აუცილებელი გახდა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქმედებაზე გადასულიყო, რა დროსაც ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან ერთ-ერთმა ქალმა მცირედი დაზიანება მიიღო - დაჭრას ადგილი არ ჰქონია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში 68 წლის ქალის დაშავებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როგორც გელა გელაძემ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ქალი ფანჯრის ნამსხვრევებით დაშავდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერილია.

„არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს აუცილებელი გახდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის სამი ქალია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

„სამი ქალბატონია დაკავებული. ყველა საქართველოს მოქალაქეა,“ - განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში