დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის მქონე ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის, დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება

დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის მქონე ქვედანაყოფებში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (ნაცვლად 2 წლისა) საკმარისი იქნება. ამასთან, ამავე თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნა, რომელსაც ასეთი სამუშაო გამოცდილება არ ექნება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე - სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში.

ამას “დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პროექტის თანახმად, გაუქმდება დაზვერვის სააგენტოს ამავე ფუნქციური დანიშნულების მქონე ქვედანაყოფებში დაზვერვის ოფიცერთათვის უფრო მაღალი კატეგორიების (მე-6 და ზევით) მინიჭებისთვის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

გარდა ამისა, ერთ წლამდე შემცირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა მივლენისთვის დაწესებული სამუშაო გამოცდილების ვადაც.

სააგენტოში დანიშნული პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ სპეციალური მომზადების კურსებს გაივლიან, თუმცა სამსახურის უფროსს ექნება შესაძლებლობა ასეთი კურსების დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან გათავისუფლების ან კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება, დაზვერვის სააგენტოს უფროსს გადასცეს.

ცნობისთვის, 2025 წელს დაზვერვის სააგენტო საქვეუწყებო დაწესებულების სახით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა