ბერდია სიჭინავა ირაკლი კობახიძეს - როდესაც გეუბნებოდით, რომ ტრანსნაციონალურ დანაშაულს აფარებდნენ ხელს მაღალი თანამდებობის პირები, თქვენი დამოკიდებულება იყო ზერელე - თქვენ მიეცით უფლება გრიგოლ ლილუაშვილს, ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა

როდესაც გეუბნებოდით, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელს აფარებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თქვენი დამოკიდებულება იყო ზერელე - თქვენ მიეცით შესაძლებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა, - ასე მიმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სატელევიზიო დებატების დროს.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ქვეყანაში „უსაფრთხოების სისტემა არის გახვრეტილი“.

„2023 წელს, ბატონო ირაკლი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საქართველოს პარლამენტში დააყენა ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით. გახსოვთ მაშინ თქვენი ცინიკური დამოკიდებულება, ჩვენი ინიციატივის მიმართ?

მაშინ, როდესაც გეუბნებოდით, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელს აფარებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თქვენი დამოკიდებულება იყო ზერელე. დღეს თქვენ ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი საქართველოს პარლამენტში?!

თქვენ ჩააგდეთ ეს ინიციატივა და სამი წელი, თქვენ მიეცით შესაძლებლობა გრიგოლ ლილუაშვილს, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა. წარმოიდგინეთ, უსაფრთხოების სისტემა როგორი გახვრეტილია, როდესაც თურქი ბიზნესმენისგან იღებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთი მილიონის ქრთამს“, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ „რუსთავის 2“-ის ეთერში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში