კავკასიის მედიცინის ცენტრში, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, გიორგი შარაშიძე და შალვა კერესელიძე მივიდნენ.

მანამდე, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე; პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრები და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაეცნენ. ასევე, კლინიკაში იმყოფებოდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე და სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და სხვა სასულიერო პირები.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს