მეუფე შიო - ილია მეორე იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის - ჩვენ, მთელმა საქართველომ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, ჩვენ მისი შვილები ვართ

ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა პატრიარქის გარდაცვალება.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი. უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. ძნელია მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვის, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს. ასეთი დიდი ადამიანები როცა გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში და მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და მისი ლოცვა გაგრძელდება, განაპირობებს კიდევ უფრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერთსიყვარულს და გაძლიერებას როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ჩვენ ყველას“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო