ძალიან მძიმე დღეა ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის - დღეს კლინიკაში პატრიარქისთვის ერი და ბერი ერთად ლოცულობდა. არავინ არავის განიკითხავდა. ასე ერთად ვგლოვობთ ახლაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.
როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, მას სჯერა, რომ პატრიარქის გულის წადილი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი სიცოცხლემ და არა მხოლოდ სიკვდილმა გაგვაერთიანოს.
„ძალიან მძიმე დღეა ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
დღეს კლინიკაში პატრიარქისთვის ერი და ბერი ერთად ლოცულობდა. არავინ არავის განიკითხავდა. ასე ერთად ვგლოვობთ ახლაც.
ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაამწუხრა პატრიარქის გარდაცვალებამ.
მჯერა, მისი გულის წადილი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი სიცოცხლემ და არა მხოლოდ სიკვდილმა გაგვაერთიანოს“, - წერს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.