ილია მეორე „ინტერპრესნიუსის“ ფოტოობიექტივში - რეპორტაჟი არქივიდან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რამდენიმე საათში, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. შემდეგი დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სწორედ სამებაში გაიმართება, დაკრძალვასთან დაკავშირებული დეტალები კი დღეს, წმინდა სინოდის სხდომაზე შეთანხმდება.

ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული, საქართველო ჭირისუფალია! ერმა დაკარგა სულიერი საყრდენი და ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციისა და გავლენის უზარმაზარი ზრდა, არამედ 49 წლის განმავლობაში იდგა ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში.

კათოლიკოს-პატრიარქის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა, სასულიერო პირთა რიცხვი კი 2000-მდე, გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, თუმცა ეს არ არის ყველაფერი - ილია II აღსაყდრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობდა საერთაშორისო ურთიერთობებს, ხვდებოდა სახელმწიფოთა პირველ პირებს.

1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. ამავე დროს, ის მრავალი ჯილდოს მფლობელია. უწმინდესი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

ილია II-ს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ. იგი მხარს უჭერდა საქართველოსა და ევროპის თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას.

აუცილებელია აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. იგი მრავალი მუსიკალური ნაწარმოების, გალობის, ამავე დროს 20-მდე ხატის ავტორია, მათ შორისაა: „ყოვლად წმინდა სამება“, „ჩვენთან არს ღმერთი“, „ძველთა დღეთა“, „ივერიის ღმრთისმშობელი“, „პლატიტერა“, „მთავარანგელოზი მიქაელი“, „მთავარანგელოზი გაბრიელი“, „წმინდა დავით წინასწარმეტყველი“, „ღვთივდაცული საქართველო“, „წმინდა მეფენი სოლომონი“, „ვახტანგი და თამარი“. პატრიარქის მიერ დაწერილი ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული.

ილია II 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა.

„ინტერპრესნიუსი“ სააგენტოს არქივიდან გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა - საეკლესიო, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოვლენაში უწმინდესის მონაწილეობას ასახავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში