ჯო უილსონი - კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა - მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი, თუ კურსს არ შეცვლის

კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის.

“სამწუხაროდ, კრიმინალურმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის პარტნიორი გახადა. “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გადააქცია. მეტი მსგავსი ქმედება გახდება აუცილებელი თუ “ქართული ოცნება” კურსს არ შეცვლის”, - წერს უილსონი.

ცნობისთვის, „არალეგალურად დარჩენის მაღალი რისკებიდან“ გამომდინარე 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყანათა სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ამერიკული ვიზებისთვის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის, 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!