მაკა ბოჭორიშვილი - ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო - ჩვენ დავკარგეთ მამა

ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ბოჭორიშვილი წერს, ილია მეორე იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ერის სულიერი საყრდენი.

"დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო.

ჩვენ დავკარგეთ მამა, მაგრამ მისი ლოცვები, მოძღვრება და საქართველოს სიყვარული დარჩება მარადისობად.

მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა და დაე, მისმა მემკვიდრეობამ გვიწინამძღვროს მომავალში", - წერია მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!