აჭარაში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შესთავაზებენ

აჭარაში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შესთავაზებენ.

ადვოკატების ინფორმაციით, თუ სასამართლომ მათი შუამდგომლობა გაითვალისწინა, დაკისრებული გირაოს ოდენობა თავად მოსამართლემ განსაზღვროს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ თავდაპირველად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული 17 პირის პროცესი გაიმართება.

პროკურატურა დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო ქალი ბრალდებულის, მელანია ზოიძის მიმართ 7000 ლარის ოდენობის გირაოს.

„ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!