ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს პატიმრობა შეუფარდა, ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს კი 7000-ლარიანი გირაო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. ამასთან, ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

საერთო ჯამში დღეს 17 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. ბრალდებულების თქმით, დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს.

„იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, - განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი დუმბაძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ დუმბაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი ედება ბრალად.

წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!