ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული კიდევ 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებული კიდევ 15 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

დაკავებულთა ადვოკატები, „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შესთავაზებენ, თუმცა მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლო დაცვის მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებულები არიან: გია ლაზიშვილი, ირაკლი ბაგრატიონი, რომან სურმანიძე, გოჩა სანიკიძე, ენრიკო დავითაძე, თემო როგავა, ირაკლი ქათიბაძე, ირაკლი ცინცქილაძე, ლევან გორგილაძე, რამაზ ჭანიძე, მირზა მხარაძე, ხვიჩა გოგიტიძე, ენრიკე შაინიძე, მინდია ქარცივაძე, რეზო მიქელაძე.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად, აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია.

დაკავებულთაგან 17 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. მათ შორის 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. კიდევ ერთ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!