ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის სამძიმრის წერილი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამძიმრის წერილში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში და საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი ეპოქის გავლენიანი სასულიერო მოღვაწის, ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

მისმა უწმინდესობამ ილია II-მ თავისი ცხოვრება მიუძღვნა საკუთარი ხალხისა და უნივერსალური ადამიანური ღირებულებების ერთგულ მსახურებას. კავკასიის რეგიონში მშვიდობის, ერთობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობით, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მან მილიონობით ადამიანის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

მისმა უწმინდესობამ ილია ll-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში.

ამ მძიმე დანაკლისთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, სრულიად საქართველოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!