საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს

კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას არ გაუძღვება, წესის აგებაზე იმსახურებს.

"ლიტურგიას არა, წესის აგებაზე იმსახურებს" , - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი კვირას 11:00 საათზე ჩამობრძანდება.

"მსოფლიო პატრიარქი მხოლოდ 11:00 საათზე ჩამობრძანდება. არ იყო ზუსტი ინფორმაცია, რაც გავრცელდა", - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი