ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფების შეხვედრა შაბათს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც შაბათს ამერიკულ მხარესთან შეხვედრას გამართავს.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უკრაინულ გუნდთან დეტალურად განიხილა.

„მოლაპარაკებებში პაუზა იყო და დროა, ეს დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად შინაარსიანი იყოს. უკრაინის გუნდი - მომლაპარაკებელთა ჯგუფის პოლიტიკური ნაწილი - უკვე გზაშია და ამ შაბათს შეერთებულ შტატებში შეხვედრას ველით. დეტალურად განვიხილეთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები უმეროვთან, კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს სერგეი კისლიცაც. ჩვენი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მშვიდობა შესაძლებელი იყოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ამის მიღწევაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!