გიგი უგულავა - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ - მაინტერესებს, ერთი მართალი მაინც თუ აღმოჩნდება, ვინც ამას ხალხს ეტყვის

საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ - ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია, მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს, რომელსაც ხალხს არ ანახებენ იმ „მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო“.

„საპატრიარქოში შეთქმულებაა. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წირვაზე უარი უთხრეს, რათა მოსკოვის საპატრიარქოდან გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი მიიღონ და წირვაზე დააყენონ. რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული კავშირი მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. შესაბამისად, თუ სწირავს ბართლომე, არ დაესწრებიან რუსები. მეტიც ჩვენი ძვირფასი იერარქების ნაწილი თურმე იმუქრება პატრიარქ ბართლომესთან არ ვწირავთო. ანუ კირილეს ვირეშმაკობას, ვითომ არა რუსი, არამედ ბელარუსი იერარქი რომ გამოგვიგზავნა, წყალობად ვიღებთ, ხოლო მსოფლიო პატრიარქს უარს ვეუბნებით „თავის ქრისტესმიერ ძმასა და სულიერ მეგობარს“ კვირის წირვაზე დაემშვიდობოს?! და ამას თურმე ვხსნით იმით, რომ ბართლომე წირვაზე დიდ ჩამონათვალში უკრაინის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს ეპიფანეს მოიხსენიებს?!

მეგობრებო, ეს ეგზარქოს შიო მუჯირის პირველი ღია ნაბიჯია მიიტაცოს პატრიარქის ტახტი რუსების დახმარებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის შარშან პატრიარქს ფაქტობრივად გაძევებული ჰყავდა. უნდა იცოდეს, რომ პატრიარქის ანდერძი არსებობს და მას არ ანახებენ ხალხს, მოტივით რომ 15 სეიფია და სად ვეძებოთო. უწმინდესის ცხედარი არ გაციებულა და ესენი უკვე სპეცოპერაციას ატარებენ.

არ მაქვს ილუზია, რომ დღეს ამ ტალღას შევაჩერებთ, გავუმკლავდებით. მაინტერესებს, ერთი მართალი მაინც თუ აღმოჩნდება მანდ, ვინც ამას ყველაფერს ხალხს ეტყვის, თუ სოდომისა და გომორის მსგავსად წარსაწყმედლადაა განწირული კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის დავითისა და ილიას საქართველოს საპატრიარქო ტახტი!

ეგ ნინევია რომ დაინგრევა, საინტერესოა რამდენს შეგრცხვებათ და სინანული შეგაწუხებთ“, - წერს გიგი უგულავა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მღვდელმთავრების განმარტებით, დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, თბილისში ელოდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან დელეგაციებს, მათ შორის ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი, ბართოლომეოს I.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მსოფლიო პატრიარქი, ბართოლომეოს I ლიტურგიას არ გაუძღვება, ის წესის აგებაზე იმსახურებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ