ელენე ხოშტარია - რუსეთის უსასტიკეს კამპანიას - გაენადგურებინა ეკლესიები შინაარსობრივად და ფიზიკურად, ქართულმა ეკლესიამ  დიდი წინააღმდეგობა გაუწია - ილია მეორემ ავტოკეფალიის აღიარების განმტკიცებით, ეს ისტორიული ხაზი დააგვირგვინა

რუსეთის უსასტიკეს კამპანიას - გაენადგურებინა ეკლესიები შინაარსობრივად და ფიზიკურად, ქართულმა ეკლესიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პატრიარქმა ილია მეორემ ავტოკეფალიის აღიარების განმტკიცებით, ეს ისტორიული ხაზი დააგვირგვინა, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ციხიდან გამოგზავნილ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

ელენე ხოშტარია წერილში აღნიშნავს, რომ დღევანდელ ეპოქაში ეკლესიას თანამედროვე და თავისუფალ საზოგადოებაში ადგილი მოსაპოვებელი, ხოლო ისტორიული ტრადიცია გასახსენებელი და გასაგრძელებელი აქვს.

„ვუსამძიმრებ ყველას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას.

ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით - რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა.

რუსეთის უსასტიკეს კამპანიას - გაენადგურებინა ეკლესიები შინაარსობრივად და ფიზიკურად, ქართულმა ეკლესიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პატრიარქმა ილია მეორემ ავტოკეფალიის აღიარების განმტკიცებით, ეს ისტორიული ხაზი დააგვირგვინა.

XXI საუკუნეში ეკლესიას თანამედროვე, თავისუფალ საზოგადოებაში ადგილი მოსაპოვებელი აქვს და ისტორიული ტრადიცია - გასახსენებელი და გასაგრძელებელი.

გულწრფელად ვისურვებდი, ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფმა ეკლესიამ, ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ეს მოახერხოს. ეს იქნება პატრიარქის ღვაწლის დაფასებაც და, რაც მთავარია, ეროვნული ადგილის დაბრუნებაც.

მიხარია, რომ სიონში იქნება მისი საფლავი“, - ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!