გიგა ფარულავა - პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია - ამ საკითხში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ჩარევა არასწორი და მიუღებელია

პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია - ჩვენ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმებით და დავეთანხმებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის საკითხს შეეხებოდა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერი მხრიდან ჩარევა არასწორი და მიუღებელია.

„პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია. ნებისმიერი მხრიდან ჩარევა არასწორი და მიუღებელია. ამ საკითხზე პოლიტიკურად მსჯელობა და განხილვა მიუღებელია ჩვენთვის. ბუნებრივია, ჩვენ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმებით და დავეთანხმებით“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ამასთან, გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ დიდი და შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ქვეყნის მიმართ.

„ძალიან მძიმე დღეები იყო. დიდი და შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ქვეყნის მიმართ და მადლობა მას მსახურებისთვის, დიდი სიყვარულისთვის. განვლილმა დღეებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი მოქალაქეების ის დიდი სიყვარული და ერთობა, რომელიც ამ მძიმე დღეებში სჭირდებოდა ქვეყანას“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება იმას, რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამებაში შესასვლელი სპეციალური საშვი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან მხოლოდ გახარიას პარტიის წევრებს მისცეს, ფარულავამ აღნიშნა, რომ „ერთობის, რომელიც გასულ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა, დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს საშვების საკითხით თუ სხვა თემებით, მიუღებელია“.

„გუშინ და არამხოლოდ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველომ აჩვენა უპრეცედენტო მასშტაბის ერთიანობა იმ დიდ გასაჭირში, რაც მძიმე ტრაგედიის შედეგად ბოლო დღეებში იყო. შესაბამისად, ამ ერთობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს საშვების საკითხით თუ სხვა თემებით, მიუღებელია და დღეს სხვა შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ამ ერთობის დარღვევისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია და არ შეიძლება“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება