პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 26 ივლისს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მაღაზიაში დანა იყიდა, იმავე დღეს მივიდა დაზარალებულთან და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

„ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარეს და ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ