გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი შეეცადა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და შეიძლება, ძალიან მალე, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს

მიხეილ სააკაშვილი შეეცადა ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და შეიძლება, ძალიან მალე, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ალასანიამ განმარტა, რა საკითხებზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

„[გამოსვლის] ძირითადი ნაწილი დაეთმო, რა თქმა უნდა, პატრიარქის დაკრძალვას და იმას, რაც მთელი ეს დღეები მოხდა. მოგეხსენებათ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა დაგვტოვა. შემდეგ ილაპარაკა მიმდინარე ვითარებაზე, რაც საქართველოშია, ასევე, პროცესებზე, რომელიც აღძრულია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამასთან, შეეცადა ეჩვენებინა ჩვენთვის, დარბაზისთვის და საერთოდ ხალხისთვის, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და შეიძლება, ძალიან მალე, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვალოს", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ