ლაშა ფარულავა - როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ში მიდიან, პრობლემები კი არ გვარდება, პრობლემები ღრმავდება

როდესაც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ში მიდიან, პრობლემები კი არ გვარდება, პრობლემები ღრმავდება, - ასე უპასუხა პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ აშშ-ში, ამერიკის პირველი ლედის მელანია ტრამპის ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის თამარ ბაგრატიონის მიწვევის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ფარულავამ აქვე აღნიშნა, რომ ამის კონკრეტული მაგალითია აშშ-თან სავიზო რეჟიმის გაუარესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ფინანსური ტვირთის დაკისრება.

ფარულავას თქმით, ეს ყველაფერი “ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას, არასწორ რიტორიკასა და იმ პოლიტიკურ პრეფერენციებს უკავშირდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არის დამაზიანებელი.

“როდესაც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ში მიდიან, პრობლემები კი არ გვარდება, პრობლემები ღრმავდება. ამის მაგალითია სავიზო რეჟიმის გაუარესება და საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ფინანსური ტვირთის დაკისრება.

მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა, დემოკრატიული უკუსვლა და დემოკრატიის დემონტაჟი. ამის გამო საქართველომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაკარგა და შავ სიაში მოვხვდით. ამ ყველაფრის შედეგს ჩვენი თანამოქალაქეები მიიღებენ - ის ადამიანები, ვინც აშშ-ში იმყოფებიან ან გამგზავრებას აპირებენ“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ