პროკურატურა - დააკავეს პირი, რომელმაც უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა.

უწყების ინფორმაციითვე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!