გია ხუხაშვილი - პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთიანობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება - ილია მეორის თანაზომადი ფიგურა, ვისაც შერიგებისა და დიალოგისკენ მოწოდება შეუძლია, აღარავინ დარჩა, ის ბოლო ავტორიტეტი იყო ქვეყანაში

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთიანობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება იმიტომ, რომ პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბატალიებში ლავირებას ახერხებდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ილია მეორის თანასწორი ფიგურა არავინ დარჩა და ის ბოლო ავტორიტეტი იყო.

„გუშინდელი დღე არის გარდამტეხი საქართველოს ისტორიაში. პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ერთიანობას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, რადგან პატრიარქი იყო პიროვნება, რომელიც ძალიან მძიმე პოლიტიკურ ბატალიებში ლავირებას ახერხებდა, მშვიდობისმყოფელის როლს თამაშობდა. მისი თანაზომადი ფიგურა დღევანდელ საქართველოში, ვისაც შერიგებისკენ მოწოდება შეუძლია, დიალოგისკენ მოწოდება შეუძლია, აღარავინ აღარ დარჩა, ის იყო ბოლო ავტორიტეტი ამ ქვეყანაში.

შეიძლება მეუფე შიო ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თუმცა მას ჯერ არ აქვს ეკლესიის წინამძღოლის არც სტატუსი და არც გამოცდილება. არც იმ დონის ავტორიტეტია, რაც ილია მეორე იყო. იმისათვის, რომ შენს სიტყვას სიმძიმე და წონა მიეცეს, ჯერ შესაბამისი ავტორიტეტი უნდა შეიძინო.

ბოლო წლებში, როდესაც პატრიარქი უკვე, როგორც ჩანს, იმდენად ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, ეკლესიაში გარკვეული პრობლემები იყო, ჩვენ ამას ვხედავდით მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, პოლიტიკური მიკერძოებულობაც, პოლიტიკაში ჩარევები, ძირითადად, ხელისუფლების სასარგებლოდ, სხვადასხვა გამონათქვამები და ა.შ. ეს არ იყო პატრიარქის ხელწერა, ეს ძალიან კარგად ჩანდა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის მოსაზრებით, პატრიარქის პანაშვიდს საქართველოს ყველა პრეზიდენტი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი უნდა დასწრებოდა.

„გასაგებია, რომ სააკაშვილი ციხეში ზის, გასაგებია, რომ მიუღებელია, არც მე ვარ მასზე მაღალი წარმოდგენის, მაგრამ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომელიც პატრიარქთან ერთად ტანდემში რაღაცას აკეთებდა. ისიც რომ მიეყვანათ პანაშვიდზე, რა მოხდებოდა?! მითუმეტეს აცხადებდნენ, უსაფრთხოების პრობლემა არ იქნებაო. იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში. თითქმის ნახევარი საუკუნე ჩვენი ცოდვების მძიმე ჯვარი ატარა და ჩვენი ცოდვებით დამძიმებული წავიდა სასუფეველში და ის ხალხი, ვისთან ერთადაც ეს ქვეყანა მოიყვანა ავად თუ კარგად, სიმბოლურად იქ უნდა ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე