„ქართული ოცნება“ - მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ორ კრიტერიუმში: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20-წლიან პერიოდში. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2006-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და ბოსნია და ჰერცეგოვინა“. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10- ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ კრიტერიუმში, როგორიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ლიეტუვა, ბულგარეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, შეერთებული შტატები, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი.

კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ესპანეთი, მალტა, ხორვატია, ლიეტუვა, კვიპროსი, ლატვია, მონტენეგრო, სლოვენია, თურქეთი, ალბანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ