შალვა პაპუაშვილი - პროტესტში ჩართულებმა ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება, ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა - ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი

პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ წლების განმავლობაში თავს ესხმოდნენ ეკლესიას და მათ „ერთი სამძიმარიც კი ვერ გაიმეტეს“.

პაპუაშვილის განცხადებით, ამ დღეებში ვიხილეთ, რომ „წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები და ტვინის რეცხვის სხვადასხვა აქტივობები წყალში ჩაიყარა და ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა“.

„ამ დღეებში, ჩვენ ვნახეთ პროტესტში ჩართული ადამიანების სახე. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოხატა და პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და იმ რამდენიმე ათეულ, თუ ასეულ პროტესტში მყოფ ადამიანს შორის, რომელმაც პრო-ევროპელობა აქცია ანტიქართველობად. ეს არის სინამდვილეში, რაც ვნახეთ. დადასტურდა ამ დღეებში, რომ არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პრო-ქართულობისა. ყოველგვარი სხვა პრო-ორიენტაცია იქნება ეს პრო-ევროპული, პრო-დასავლური, პრო-რუსული, თუ პროსხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. ეს დაგვანახა ჩვენ პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფმა.

თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს გვარამიების, „ენჯეოების“ და ამ დონის ადამიანებზე არის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი იმართება გარედან. ეს არის წლების განმავლობაში ნაკვები და დაფინანსებული ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც გარედან ფინანსდება, გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება. ამის შედეგებს ვხედავთ, თუმცა საბოლოო ჯამში ,ვხედავთ ამის მარცხს. ვიხილეთ რამდენიმე ასეული ე.წ. პროტესტში მყოფი ადამიანი, მილიონობით ქართველის საპირწონედ. რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები და ტვინის რეცხვის სხვადასხვა აქტივობები წყალში ჩაიყარა და ამ ერთმა დღემ გვაჩვენა ჩვენ, რომ ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე