ადვოკატი - ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენი სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია - ეს გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ელენეს

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია, - ასე აფასებს „დროას” ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მისი ადვოკატი ელენე მაღლაკელიძე.

როგორც ის განმარტავს, ეს განაჩენი მხოლოდ ელენე ხოშტარიას არ ეხება.

ელენე ხოშტარია თავიდანვე არ აღიარებდა ამ სისხლის სამართლის საქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია. მიუხედავად არსებული ვითარებისა, მაინც არ მეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიცია იყო და მან აღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ცალსახად არ ეხება ელენე ხოშტარიას და მის ბედს, ასევე, მისი 4 შვილის უდედოდ დატოვების საკითხს, ეს ეხება სრულიად საზოგადოებას. დღეს სისტემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ ექცევა ის კრიტიკულ ხმებს”, - განაცხადა მაღლაკელიძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ