შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვინდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - გვაქვს ოპტიმიზმი, რომ ამ ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება, თუმცა მეორე მხრივ, კვლავ ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით

ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - გვაქვს ოპტიმიზმი, რომ ამ ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება, თუმცა მეორე მხრივ, სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატებისგან ნაბიჯებს ელის.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეუძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება.

„ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება, არა იმ პარტნიორობის, რომელიც სინამდვილეში უფრო ფურცელზე იყო, ვიდრე რეალობაში, არამედ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის, ისეთის, როგორიც ეს ქართველებმა ვიცით და ვაჩვენეთ ამერიკელ ხალხს არა ერთხელ. ჩვენ სხვადასხვა კონტაქტები გვაქვს აშშ-ის ადმინისტრაციასთან. მათ ძალიან კარგად იციან, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ამიტომ ჩვენ ველით ამ გადატვირთვას. ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება. ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც უნდა მივყვეთ და ველით აშშ-ის ადმინისტრაციისგან შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენ, მათ შორის, ბოლო ვიზიტები - საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ვიზიტი ამერიკაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკაში, ის კონტაქტები, ის საუბრები, რომელიც იმართება, გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ მოხდება ამ ურთიერთობის გადატვირთვა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის და რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას და იმ მეგობრობას, რომელიც ქართველმა ხალხმა ამერიკელ ხალხს აჩვენა. ასე რომ ვნახოთ, ჩვენი ეროვნული ინტერესები დაფიქსირებული გვაქვს, ყველაფერი არის ცხადი, ველით ნაბიჯებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ