შალვა პაპუაშვილი - პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც სუვერენიტეტს პატივს სცემს: არ სცემს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! არ სცემს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები!

ჩვენ პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს სცემს - არ სცემს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! არ სცემს ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტს პატივს? - არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები! ტესტი მარტივია: - ეცი პატივი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და გეცემა პატივი! არ სცემ საქართველოს სუვერენიტეტს პატივს, არ მოგეგება პატივი ქართველი ხალხისგან, - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ბუდაპეშტში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ვიზიტებზე დასმული კითხვის პასუხად პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „უნგრეთი და უნგრეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს სცემს და ამიტომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ხოლო ესტონეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემს და ამიტომ ურთიერთობების გაციებას ვხედავთ“.

„ჩვენ ჩვენი მხრიდან პარტნიორობისთვის ყოველთვის მზად და ღია ვართ. გვაქვს ძალიან მცირე მოთხოვნები - პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს! ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს, როგორიც არის ესტონეთი, ლიეტუვა და სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნების ხელისუფლებებთან თბილი ურთიერთობები ვერ გვექნება. ისინი ჯერ უნდა დაფიქრდნენ, გადაიაზრონ საკუთარი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისა და ქართველი ხალხის მიმართ და პატივი სცენ ქართველ ხალხს, მის სუვერენიტეტს. ისინი ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, მათთან ურთიერთობები გვაქვს - მარტივი ტესტია: მეგობრებო „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით არ იზომება. ქვეყნებს შორის მეგობრობა სუვერენიტეტის პატივისცემით იზომება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე