დავით მათიკაშვილი - ხშირად გვესმის, როგორც წუხან ქართველ ხალხზე პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან და ყველაზე მძიმე ჟამს ვერ ვნახეთ ვერც ერთი მკაფიო გამოხატულება პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც თავი მოაქვთ - საზოგადოებამ ფარისევლობა დაინახა

ხშირად გვესმის, როგორც წუხან ქართველ ხალხზე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან და ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც ქართველი ერი საკუთარ პატრიარქს, სულიერ მამას დასტიროდა, ვერ ვნახეთ ვერც ერთი მკაფიო გამოხატულება იმ პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც ასე თავი მოაქვთ - სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ფარისევლობა დაინახა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სამგლოვიარო დღეები იყო წყალგამყოფი იმის დასანახად, თუ რას ნიშნავს გაჭირვების ჟამს მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც არ უსამძიმრებ იმ ერს, რომელიც პრაქტიკულად, ფეხზე დგას, ნიშნავს, რომ „შენ პატივს არ სცემ ქვეყანას და ყველაფერი შენი ნამოქმედარი და ნათქვამი არის ტყუილი“.

„ნათქვამი ერთია, სინამდვილეში საქმე კი მეორე. ჩვენ ხშირად გვესმის ის, თუ როგორც წუხან ქართველ ხალხზე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან და ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც ქართველი ერი დასტიროდა საკუთარ პატრიარქს, სულიერ მამას და იყო ასი ათასობით რიგში მდგომი ქართველი, იმისთვის რომ პატივი მიეგო უწმინდესისთვის, ჩვენ ვერ ვნახეთ სამწუხაროდ, ვერც ერთი მკაფიო გამოხატულება იმ პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც ასე თავი მოაქვთ. სინამდვილეში ფარისევლობა დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს იყო გარკვეული წყალგამყოფი. აქამდეც, ჩვენს საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი რეალურად, ვინ იყო ქართველ ხალხის გვერდით და ვინ არა, ვინ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით გამოხატავდა და არა საქმით ვითომ „პატივისცემას“ ქართველი ხალხის მიმართ. ეს სამგლოვიარო დღეები იყო წყალგამყოფი იმის დასანახად, გასააზრებლად ჩვენი საზოგადოებისთვის, რას ნიშნავს მართლაც მხარდაჭერა და გვერდში დგომა გაჭირვების ჟამს, სამძიმრის და მწუხარების ჟამს და რა არის მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერება, რომელიც თავის შინაარსით აბსოლუტურად ღირებულებით დაცლას, ღირებულებით შიმშილს და მორალურ დეგრადაციას ნიშნავს საბოლოო ჯამში. როდესაც ადამიანს, ერს არ უსამძიმრებ, იმ ერს, პრაქტიკულად ფეხზე დგას, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქვეყანას და ყველაფერი შენი ნამოქმედარი და ნათქვამი არის ტყუილი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე