თენგიზ შარმანაშვილი - ვინმე ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, ბრიუსელიდან „ჯანმრთელობა“ რომ არ მიაძახონ და ხალხი სამძიმრის ღირსიც არ გახადეს - სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი?! სად იყო კაია კალასის სამძიმარი?!

ვინმე ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან [ბრიუსელიდან] „ჯანმრთელობა“ რომ არ მიაძახონ და ხალხი სამძიმრის ღირსიც არ გახადეს - სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი?! სად იყო კაია კალასის სამძიმარი?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები 500 და ზოგჯერ, 50 კაცის მიტინგებს ხედავენ და ვერ დაინახეს მილიონობით მგლოვიარე.

„დროის ნაკლებობა გამორიცხეთ. ვინმე ე.წ. მათი პოლიტპატიმარი ვერ დააცემინებს, იქიდან „ჯანმრთელობა“ ან „კარგად იყავი“ რომ არ მიძახონ. იმის დროს თუ პოულობენ, ახლა, მით უმეტეს, უნდა ეპოვათ. ეს იყო პასუხი იმ მილიონნახევარი ადამიანისთვის, რომელიც თვალცრემლიანი იდგა ქუჩაში და რომლებიც ვერ ეღირსნენ თუნდაც ფორმალურად, თუნდაც პრაგმატული მოსაზრების გამო, თუნდაც იმიტომ რომ მოვტყუებულიყავით, ერთი სამძიმრის სიტყვა გამოეგზავნათ. სად იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის სამძიმარი?! სად იყო კაია კალასის სამძიმარი, რომელიც თითქოს, დღე და ღამე ქართველ ხალხზე ფიქრობს?! მილიონნახევარი კაცი იდგა ქუჩაში. 500 კაცის, ხანდახან 50 კაცის წარმოუდგენელ მიტინგებს ხედავენ საქართველოში და იმას უცხადებენ სოლიდარობას და მილიონ-ნახევარ მგლოვიარეს ვერა. ის მილიონ-ნახევარი, რომელიც ქუჩაში იდგა, თორემ დარწმუნებული ვარ, ვინც ვერ შეძლო პანაშვიდზე მისვლა, სახლში იყო თვალცრემლიანი და ტიროდა პატრიარქს. ამ 3 მილიონნახევრიან ერს სამძიმრის წერილიც კი არ გამოუგზავნეს. ეს არის მათი ფასეულობა და მიდგომა. სამძიმრის ღირსიც კი არ გახადეს ეს ხალხი,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე