ელენე ხოშტარიას საქმის პროკურორი - საქმეში წარმოდგენილი იყო თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც შეესწრო და გადაიღო დანაშაულის ჩადენის ფაქტი

საქმეში წარმოდგენილი იყო თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო და გადაიღო დანაშაულის ჩადენის ფაქტი,- ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმის პროკურორმა მარიამ წულაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით მას ერთი წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმეში წარმოდგენილი იყო თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო და საკუთარი მობილურის საშუალებით გადაიღო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე, ექსპერტიზის დასკვნები.

ზიანი, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მინიმალურ ზიანს აღემატებოდა და შესაბამისად ეს მტკიცებულებები საკმარისი იყო, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო“, - განაცხადა მარიამ წულაიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.

არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ