გიორგი შარაშიძე - მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია და ჩვენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მივიღებთ

საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა წმინდა სინოდის გადასაწყვეტია და არავის, ვინც არ უნდა იყოს, არაფერი ესაქმება ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას უპირობოდ მიიღებს.

„ჩვენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის გადასაწყვეტი და არავის, ვინც არ უნდა იყოს, არაფერი ესაქმება ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მინდა შეგახსენოთ, რომ გლოვის დღეები არ დასრულებულა. არ მგონია, ახლა ქრისტიან ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციონერია თუ არა ოპოზიციონერი, იმის შეხსენება სჭირდებოდეს, რომ ქრისტიანები 40 დღის განმავლობაში ვგლოვობთ. 40-მდე ვერ იცდიან, ვერ იცდიან - 9 დღე მაინც ხომ შეუძლიათ დაიცადონ და შესაბამისი პატივი მიაგონ ჩვენს უწმინდესს. ჩვენთვის ამ საკითხის ნებისმიერი პოლიტიზება დაუშვებელია, მით უფრო ამ მძიმე დღეებში,“ - განაცხადა შარაშიძემ.

საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ